სწრაფი რუჯი

NORVELL-ის სწრაფი რუჯის მისაღები საშუალებები რეკომენდირებულია ნებისმიერი ტიპის კანზე და წარმოადგენს ცხოველური წარმოშობის მასალებისაგან თავისუფალ პროდუქციას.

  1. პარაბინებისა და გლუტეინების გარეშე
  2. სუნის გარეშე
  3. კანზე არ ტოვებს ნარინჯისფერ ან წითელ ლაქებს.
  4. წყალზე დაფუძნებული - არ ბინძურდება ფორები
  5. კანი გლუვია - არ ახასიათებს აქერცვლა
  6. შრება მყისიერად.

ამერიკული ბრენდი NORVELL-ის 100%-ით ნატურალური პროდუქცია პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებში.

შემუშავებული ტექნოლოგია იწვევს სწრაფ გაშრობას - ყოველგვარი სუნისა და წებოვანი კვალის გარეშე. არ საჭიროებს ვინტილატორის წინ დგომას. არომატი - უნისექსი.
გახსოვდეთ, რუჯს არ უნდა ახასიათებდეს სუნი, რომელიც შეგაწუხებთ მთელი დღის განმავლობაში.

5 რჩვევა, რათა მივიღოთ სრულყოფილი რუჯი:

უკეთესი შედეგისთვის რუჯის წინ: სასურველია - ჩაიტაროთ სხეულის პილინგი
სავალდებულოა - სხეული იყოს სუფთა, რამოდენიმე საათით ადრე უნდა მიიღოთ შხაპი, პროცედურის წინ არ უნდა გამოიყენოთ ანტიპერსპირანტი და სხვა კანის მოვლის საშუალებები; პროცედურაზე მოსულებს უნდა გეცვათ მუქი ფერის თავისუფალი სამოსი.

სრული ეფექტის მისაღებად საჭიროა გავიდეს 6-8 საათი, ეფექტი ნარჩუნდება 7-9 დღე

პროცედურის ჩატარებამდე, თქვენ იხდით ტანსაცმელს და ყველა სამკაულს (კონტქტურ ლინზებსაც) - ეს თქვენი კომფორტისთვისაა. სასურველია გეცვათ მუქი ფერის საცურაო კოსტიუმი ან საცვალი. ძირითადად ყველა ქსოვილიდან ხდება რუჯის ფერის მოცილება, უმჯობესია მათი გარეცხვა რაც შეიძლება სწრაფად პროცედურის ჩატარებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი იღებს პასუხისმგებლობას პროცედურის დროს სხეულზე არსებული სამკაულებისა და ტანსაცმლის დაზიანებაზე;
სიფრთხილე: სამედიცინო პრობლემის, ალერგიის ან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პროცედურის ჩატარებამდე უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს.
სპეციალისტი ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია წინასწარ, რათა რუჯი იყოს ხარისხინი და შენარჩუნდეს ხანგრძლივად.

  1. პროცედურამდე აუცილებელია გაიკეთოთ სხეულის პილინგი, რათა მოხდეს ეპიდერმისიდან მკვდარი უჯრედების მოცილება. პილინგის გაკეთება განაპირობებს რუჯის ხარისხსა და შენარჩუნების ხანგრძლივობას.
  2. სწრაფი რუჯის მიღებამდე 24 საათით ადრე უნდა ჩატარდეს ისეთი პროცედურები, როგორიცაა: მანიკური, პედიკური, არასასურველი თმის მოცილება სხვადასხვა მეთოდით ( სამართებელი, დეპილატორი)
  3. სწრაფი რუჯის მიღების დღეს უნდა ჩაიცვათ რაც შეიძლება განიერი, მუქი ფერის სამოსი და ფეხსაცმელი(სანდლები...)
  4. მომენატალური რუჯი შენარჩუნდება 2 კვირამდე თუ მოხდება კანის დატენიანება არანაკლებ დღეში 2- ჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ეპიდერმული შრიდან ყოველ დღიურად ხდება მკვდარი უჯრედების აშრევება, რაც შეადგენს დაახლოებით 25% და მასთან ერთად ყოველდღიურად ხდება ფერის გადასვლა.
  5. სასურველია პროცედურის მიღების დღეს მოხდეს თავის არიდება, რამდენიმე პროდუქტზე:
    • ანტი-აკნე ლოსიონი და გელი
    • მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები
    • სახის კანის ტონიკები( განსაკუთრებით, თუ მათში დიდი შემცველობითაა სპირტი)
    • სპეციალური ნიღბები
    • პილინგი - სკრაბები
    • სადეპილაციო საშუალებები

4 მიზეზი, რაც იწვევს რუჯის სწრაფ გადასვლას:

მომენტალური რუჯის ეფექტი ნარჩუნდება 7-9 დღე. შესაძლებელია შენარჩუნდეს 2 კვირამდე (ეს დამოკიდებულია კანის სტრუქტურაზე, რამდენად სწრაფად ხდება კანის აშრევება)

  1. პროცედურის შემდგომ შხაპის მიღებისას საპნის გამოყენება, რადგან საპონი იწვევს ეპიდერმისიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას.
  2. მომენტალური რუჯის მიღების შემდგომ ნებისმიერი პილინგის გაკეთება. გამოყენება სპეციალური გელებისა და ლოსიონების, რომლებიც შეიცავენ AHA და BHA. ისინი აჩქარებენ რუჯის გადასვლის პროცესს. არასასურველი თმის მოცილების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება (დეპილაცია, სამართებელი);
  3. მჭიდრო ტანსაცმლის ტარება;
  4. ბანაობა ქლორიან და მარიალიან წყალში (აუზი, საუნა,ზღვა, ოკეანე).

7 რჩევა რუჯის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად:

  1. არასასურველი თმის მოცილების პროცედურები (,,ვაქსინგი“, სამართებლის გამოყენება) უნდა მოხდეს პროცედურამდე 24 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მიღებული ფერის დაკარგვა ან გაფერმკრთალება;
  2. პილინგი სავალდებულოა პროცედურამდე გაიკეთოს პაციენტმა, რათა კანი იყოს გასუფთავებული, ნაზი, ხავერდოვანი და მზად იყოს რუჯის მისაღებად;
  3. სწრაფი რუჯის მიღების შემდეგ იმ დღეს არ არის რეკომენდირებული გამოყენება დეოდორანტების, სუნამოს.. რადგან შესაძლოა ის შევიდეს რეაქციაში რუჯთან და მოხდეს ფერის შეცვლა;
  4. რუჯის მიღების დღეს აუცილებლად ჩაიცვით მუქი ფერის განიერი სამოსი, რათა ნაკლები იყოს ტანსაცმელზე ფერის გადასვლის შანსი;
  5. არ იბანაოთ და არ მიიღოთ შხაპი, პროცედურის შემდგომ მინიმუმ 6-8 საათი;
  6. რუჯის მიღების შემდგომ უნდა მოხდეს კანის ღრმად დატენიანება, დღეში 2-ჯერ მინიმუმ, რაც უფრო კარგ დამატენიანებელ საშუალებებს გამოიყენებთ და კანი იქნება ღრმად დატენიანებული მით უფრო დიდხანს შეგინარჩუნდებათ რუჯი;
  7. თავი აარიდეთ ბანაობას ქლორიან და მარილიან წყალში (აუზი, საუნა, ზღვა).

რეკომენდაციები სწრაფი რუჯის მოსაშორებლად:

არსებობს გამონაკლისი შემთხევები, როდესაც მომხმარებელი არ ელოდება რუჯის ბუნებრივად გადასვლას და მას სურს თვითონ მოიშოროს რუჯი. ასეთ შემთხვევებში გამოგადგებათ:

  1. პილინგი და ლიმონის წვენი
    შხაპის მიღებისას უნდა მოხდეს სხეულის საფუძვლიანად გახეხვა სკრაბით. ასევე შესაძლებელია მშრალი სხეულის დამუშავება ლიმონის წვენით და შემდგომ ჩამობანვა წყლით;
  2. პეროქსიდი
    პეროქსიდი ხშირად გამოიყენება, როგორც თმის გამაღიავებელი საშუალება, თუმცა შესაძლოა ასევე გამოყენებული იყოს მომენტალური რუჯის მოსაშორებლად. უნდა წაისვათ გარუჯულ სხეულზე და გაიჩეროთ რამდენიმე წუთი;
  3. ბავშვის ზეთი და საჭმელი სოდა
    ბავშვის ზეთი და საჭმელი სოდა უნდა აურიოთ ერთმანეთში, წაისვათ სხეულზე და გაიკეთოთ სკრაბინგი;
  4. სპეციალური რუჯის მოსაშორებელი საშუალებები
    აფთიაქებში ან სუპერმარკეტებში შესაძლებელია შეიძინოთ მომენტალური რუჯის მოსაშორებელი სხვა სპეციალური საშუალებები.