სახის ულტრაბგერითი წმენდა

უახლესი  თაობის სახის  წმენდის კოსმეტოლოგიური ულტრაბგერითი აპარატი  შაინში

ხშირად გვიხდება პაციენტებთან ახსნა-განმარტება იმისა, რომ მათ აქვთ მცდარი შეხედულება კანის გაწმენდაზე. მათი აზრით, ჩატარებული წმენდა პროვოცირებას უკეთებს ფორების კიდევ უფრო სწრაფ დაბინძურებას შემდგომში. იმის გამო, რომ შევცვალოთ  მათი მცდარი  შეხედულება ამ პროცედურების აუცილებლობაში, გვიხდება ავუხსნათ მათ ფორების შლაკებით დაბინძურების მექანიზმი: ორგანიზმიდან კანის ზედაპირზე გამოიყოფა მეტაბოლიზმის გარკვეული პროდუქტები (ნივთიერებათა ცვლა), რის შედეგადაც მიმდინარეობს კანის სუნთქვის პროცესი. ცხიმგროვა, მკვდარი უჯრედები და მიკროორგანიზმები ახშობენ ფორებს. ამის ნიადაგზე წარმოიქმნება სახეზე კამედონი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება, შემდგომ ჰაერთან შეხებისას ის შედის რეაქციაში (ჟანგდება) და იღებს მუქ შეფერილობას. ასე ჩნდება "შავი წერტილები".
 კომედონების არსებობას შემდგომში მივყავართ მთელ რიგ ნეგატიურ შედეგებთან:
 - ფორების მუდმივი გაფართოება იწვევს მათი ელასტიურობის დაკარგვას, რასაც მივყავართ გაფართოებული ფორების ვიზუალურ ეფექტთან, და რაც გამოიყურება არაესთეტიურად.
 - ცხიმგროვა (კომედონი) მასაზრდოვებელი გარემოა მიკროორგანიზმებისათვის, რაც ზრდის კანის ინფიცირების შესაძლებლობას (აკნე). აკნეს მკურნალობის პროცესი წარმოადგენს რთულ და ხანგრძლივ მკურნალობას.  ის აისახება პაციენტის,  როგორც ესტეთიკურ  მხარეზე, ასევე ფინანსურ მდგომარეობაზე და ბოლოს შლაკებით დაბინძურებული ფორები  შეუძლებელს ხდის  თქვენს მიერ შეძენილმა მკვებავმა ნივთიერებებმა შეაღწიონ კანში, საცხის წასმის დროს.

ულტრაბგერითი წმენდა ხდება სქრაბერით, ვაკუუმით, დარსონვალით, ბრაშინგით. საჭიროების შემთხვევაში პრობლემური ადგილები მუშავდება კოვზით.
წმენდისას გამოიყენება თქვენი სახის კანისთვის სპეციალურად შერჩეული იტალიური, ბიო-ორგანული ბრენდი Bema Cosmetici-ს პროფესიონალი ხაზის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საშუალებები: რძე, ტონიკი, ფორების დამარბილებელი და დამხურავი გელი,  შრატი, ნიღაბი და კრემი.

პროცედურა გრძელდება 90 -120 წუთი.

უნემსომეზოთერაპია

უნემსო მეზოთერაპია - სპეციალური უმტკივნეულო აპარატით (იონოფორეზი/ელექტროფორეზი) მეზოგელების, ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებისან/და ფარმაკოლოგიურ(ალოპათიურ)  მედიკამენტების, ვიტამინების, ჰეალურონის მჟავის და სხვა აქტიური კომპონენტების შეყვანა კანში  არაინექციურიგზით.

შედეგი:

·       ნივთიერებათაცვლის გაუმჯობესების ხარჯზე კანის სტრუქტურის მყისიერი რეგენერაცია, (აღდგენა, დატენიანება) და ჯანსაღი იერის დაბრუნება;

·       ლიფტინგი (წვრილი ნაოჭების გასწორება);

შერჩეული პრეპარატი კანის გარკვეულ ზედაპირზე შეგვყავს თანაბრად, ჩხვლეტის გარეშე.

ჩატარებული პროცედურის შედეგი და მისი შემგომი ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის ხარისხზე;

პროცედურის ჩვენებები და შედეგიც ინექციური მეზოთერაპიის იდენტურია,

ჩვენება:

·       კუპეროზის (კანზე გამოხატული კაპილარული ქსელი);

·       ცხიმიანი და ფოროვანი კანის;

·       პიგმენტური ლაქების;

·       კანის ასაკობრივი ცვლილებების - გრავიტაციული ფტოზი, ნაოჭები, მოდუნებული და გამომშრალი კანი;

·       სტრიების და ნაწიბურების;

·       აკნეს და პოსტაკნეს;

·       ზედმეტი ცხიმის და ცელულიტის;

·       თმის ცვენის;

·       პილინგის შემდგომი პერიოდის;

·       ღაბაბის;

·       დაღლილი თვალის სინდრომის დროს.

პროცედურის შედეგად ხდება კანის უჯრედების კვებისა და მიკროცირკულაციისაღდგენა, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდებალიმფის მიმოქცევა, მცირდება შეშუპება, ქსოვილში მატულობს ჰიალურონის მჟავისა და კოლაგენის გამომუშავება, ხდება კანის მექანიკური სტიმულაცია.

ცელულიტის დროს პრეპარატის ზემოქმედებით ხდება  ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. შედეგად ხდება კანის ფერის გაუმჯობესება, იგი ხდება გლუვი, მკვრივი და ელასტიური, ქრება ლაქები, ხდება სახის ოვალის აღდგენა, ცელულიტის ალაგება, თმის ცვენის შეჩერება, ნაწიბურების და ნაოჭების, აკნეს და როზაცეას ალაგება, სტრიების შემცირება/ალაგება.

პრეპარატი შეირჩევა ინდივიდუალურად, არსებული პრობლემების მიხედვით

უკუნაჩვენება: ორსულობის, მწვავე ცხელებითი დაავადებები;

პროცედურის ჩატარებაარ შეიძლება რკინის იმპლანტის მქონე პაციენტებისთვის (იმპლანტი გულის, პირის ღრუს და სხვა).

პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ ასაკში, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, გაუტკივარებასა და აღდგენით პერიოდს

შესაძლებელია ჩატარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე და სახეზე.

პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია პრობლემებზე და სასურველ შედეგზე.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი.

OXYGEN თერაპია

OXYGEN თერაპია - კანის ჟანგბადით გაჯერება. ეპიდერმისის უჯრედები იღებენ ჟანგბადს არა სისხლძარღვებიდან, არამედ ჰაერიდან. ჰაერი შეიცავს 20%-მდე ჟაგბადს. ჟანგბადის კონცენტრაციის  გაზრდა უზრუნველყოფს უჯრედოვანი შრის გამტარიანობის მომატებას და კოსმეტოლოგიური ნივთიერებების  ღრმა შეღწევადობას შრეებში.

გამოიყენება  ყველა ტიპის კანის მოსავლელად, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში, განსაკუთრებით: მწეველებში, ცხიმიანი, ასაკოვანი და გადაღლილი კანის შემთხვევაში. პროცედურა ტარდება უკონტაქტოდ ტკივილის, კანის საფარის და დაზიანების გარეშე.

შედეგი:აკნეს პროფილაქტიკა, მგრძნობიარე და გადაღლილი კანის მოვლა-დატენიანება, ფოტო-დაბერებისა და ჰიპერპიგმენტაციის მკურნლობა, კანის ღრმა დატენიანება და ლიფტინგი-ნაოჭების კორექცია და მკურნალობა.

პროცედურის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კანი არის დატენიანებული და გრძელდება რეგენერაციული აღმდგენი პროცესები.

ჟანგბადისნაკადითსახისკანისგაჯერებაასტიმულირებსრეგენერაციისპროცესებს. მასგამოიყენებენმიკროდერმაბრზიის, პილინგების, აკნეს, როზაცეასდასხვადერმატოლოგიურიდაავადებებისმკურნალობისშემთხვევაში, კოსმეტოლოგიურისაშუალებების (კონცენტრატის, შრატის) კანშიღრმადშესაყვანად.

ფრაქციული RF

ფრაქციული RF   - ელექტრული ველის მოქმედება რადიოტალღების დიაპაზონში.
ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა, ხანგრძლივ მომქმედი ეფექტით.
არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხო. შედეგი ვლინდება მომენტალურად;

ჩვენება: მოშვებული, მობერებული, გამომშრალი კანი. სტრიები, ნაოჭები, ცელულიტი.

სახის კანის გაახალგაზრდავება განპირობებულია კოლაგენური კარკასის აღდგენასთან, რაც თავის მხრივ აუმჯობესება კანის სიმკვრივეს, ამცირებს ნაოჭების სიხშირეს და სიღრმეს.

სხეულის კანქვეშა ცხიმოვანი ფენის შემცირება დამყარებულია თერმული მოქმედებით ლიპოლიზის გააქტიურებასთან, სტიმულაცია ახალი თაობის ადიპოციდებით ჰიპერტროფიული ცხიმოვანი უჯრედების ჩანაცვლებაზე.

პროცედურები სახეზე:

·       ხანგრძლივობა 15-30 წთ. რაოდენობა 1 პროცედურა, თვეში ერთხელ

პროცედურები ტანზე:

·       ხანგრძლივობა 20-40 წთ. რაოდენობა 1 პროცედურა, თვეში ერთხელ

პროცედურის ჩატარება არ შეიძლება რკინის იმპლანტის მქონე პაციენტებისთვის (იმპლანტი გულის, პირის ღრუს და სხვა).

დარსონვალიზაცია

დარსონვალიზაცია – აკნეს და ცხიმიანი კანის ელექტრომკურნალობის მეთოდი დენის ცვლადი იმპულსებით (მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით).

განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების ასაკში სახის კანი ხდება პრობლემური, რაც თითოეულ მოზარდს უქმნის დისკომფორტს.

სამკურნალო დარსონვალის პროცედურა ეფექტურია - აკნეს და ცხიმიანი კანის   შემთხვევაში. ღრმად ასუფთავებს ჩირქოვან კანს, აუმჯობესებს სისხლის           მიმოქცევას და ხელს უწყობს კანის ჟანგბადით გაჯერებას.

პროცედურა:
1. დემაკიაჟი - სახის გასუფთავება კოსმეტოლოგიური საშუალებებით;
2. ხელით წმენდა (ფორების გასუფთავება);
3. დარსონვალიზაცია 5-10 წთ;
4. ნიღაბი - 20 წუთი;

მკურნალობა: 5 – 10 პროცედურა (ინტერვალი დღეგამოშვებით ან კვირაში ერთხელ ინდივიდუალურად) + სახლში მედიკამენტოზური მკურნალობა (ექიმი დერმატო-ვენეროლოგის მიერ შერჩეულიანტიბიოტიკები, ვიტამინოთერაპია და სხვა).