ელექტროკოაგულაცია

კანის წარმონაქმნების (პაპილომების, მეჭეჭების, ლაქების, პოლიპების, კონტაგიოზური მოლუსკის და სისხძარღვოვანი კაპილარული ვარსკვლავების) მოცილება ელექტრო-ქირურგიული მეთოდით.

ხალის  და/ან მეჭეჭის  მოშორება  ელექტროკოაგულაციით

ელექტროკოაგულაცია - მაღალი სიხშირის ელექტრული ველით მოქმედება საჭირო უბანზე (პაპილომების, მეჭეჭების, ლაქების, პოლიპების, კონტაგიოზური მოლუსკის და სისხძარღვოვანი კაპილარული ვარსკვლავების ასალაგებლად); ეს  მთელს მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული მეთოდია.

შედეგი:

მეთოდიკა საშუალებას იძლევა ერთი ან რამდენიმე წარმონაქმნის მოშორებას ერთი სეანსის დროს. მათ შორის არა მხოლოს ხალების, პაპილომების და მეჭეჭების, არამედ ასაკობრივი კერატომების, გართულებული აკნეს, ძარღვოვანი „ვარსკვლავები“ და სხვა.

უსაფრთხოება ონკოლოგიური კუთხით:

პროფესიონალური მოშორება ჩვეულებრივი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნებისა  არაფერს საშისს  არ იწვევს. რაც მართლაც  საშიშია -უყურადღებოდ დავტოვოთ  მსხვილი ხალები, რომლებიც ბოლო დროს გაიზარდა ზომაში, გამუქდა ან დაზიანდა

ასეთი ხალები შეიძლება გარდაიქმნან ავთვისებიან წარმონაქმნებად, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოიკვეთონ. მაგრამ ნებისმიერი მსხვილი ხალი შეიძლება მოშორებულ იქნას  საგანგაშო /საშიში სიმტომების წარმოშვებამდე - ეს საუკეთესო პროფოლაქტიკაა.

მეჭეჭებიც საჭიროებს მოცილებას, რადგან გადამდებია და შეიძლება  გავრცელდნენ ოჯახის წევრებზე.

პროცედურის აღწერა:

ელქტროკოაგულატორს  აქვს  სპეციალური  მარყუჟი (დანა), რომელიც  ხურდება ელ. დენის ზემოქმეებით. კანთან შეხებისას აპარატი მეჭეჭის ადგილას ტოვებს (წარმოქმნის) მშრალ ქერქს, რომელიც ხანმოკლე  პერიოდის შემდეგ თავისით  შორდება.ეს დამცავი ქერქი ხელს უშლის  სისხლდენას  და ჭრილობის დაიფინცირებას, რის გამოც  ეს  მეთოდი  ყველაზე  უსაფროდ  მიიჩნევა.  სპეციალისტი ატარებს პროცედურას  ნაზად და ფრთხილად, არეგულირებს აპარატის ზემოქმედებას კანზე.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
პროცედურა ტარდება სახესა და მთელს სხეულზე, პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანზე არსებული ელემენტების რაოდენობაზე - საშუალოდ ერთი რბილი ქსოვილის მოშორებას სჭირდება 10-15 წუთი.  პროცედურა არის სწრაფი და მარტივი. ადგილობრივი ანესთეტიკური საშუალებებით ხდება კონკრეტული ზონის გაყუჩება. მოსაშორებელი წანაზარდის მონიშვნა ხდება სპეციალური ფანქრით. ხდება წანაზარდის მოშორება. პროცედურის შემდგომ შესაძლებელია იყოს ცოტაოდენი სისხლჩაქცევა, თუმცა არ იწვევს სისხლდენას, რადგან არ ხდება კანის გაჭრა და შემდგომ გაკერვის პროცედურა.

რამდენად მტკივნეულია პროცედურა?
რადგან პროცედურისას ხდება გამოყენება ადგილობრივი ანესთეტიკური საშუალებების შესაბამისად ეს არ იწვევს ტკივილის და მინიმალურია ის დისკომფორტი, რომელსაც პროცედურა იწვევს.

პროცედურის შემდგომი მოვლა:

პირველი 7-10 დღე ელექტროკოაგულაციის შემდეგ- წარმოქმნილი  ქერქის შეხორცების პერიოდია, ყოველდღიურად დაამუშავეთ ანსეპტიკური საშუალებებით, მაგალითად 5% კალიუმის პერმანგონატით.

ამ დღეებში ეეცადეთ არ მოკიდოთ ხელი ამ ქერქს და არ  დაასველოთ წყლით  - და შეხორცების პროცესი მარტივად და სწრაფად  გაივლის. სქელი და მშრალი ქერქი კარგი ნიშანია  - ეს მეტყველებს იმაზე, რომ შეხორცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

დარჩება თუ არა კანზე კვალი:

წვრილი და საშუალო წარმონაქმნების მოშორების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი კვალი არ რჩება (კანზე რჩება ფუფხი და მცირედი ჩანაჭდევი, რაც აღმოფხვრება10-14 დღის განმავლობაში). დაგავიწყდებათ, რომ  იყო ხალი, მეჭეჭი ან სხვა დეტალი, რომელიც ხასიათს გიფუჭებდათ.
ხოლო თუ წარმონაქმნი  საკმაოდ დიდი იყო, კანზე შეიძლება დარჩეს ღია ლაქა, უპიგმენტო - მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც გაქრება.

გვერდითი მოვლენები - იშვიათად შეიძლება განვითარდეს მეორადი ინფიცირება.

გამოყენებულისამედიცინოაპარატურა (ელექტროკოაგულატორი) დამეთოდი, უზრუნველყოფსპაპილომებისმოცილებასუკვალოდდაუმტკივნეულოდ.

ელექტროკოაგულატორი – სამედიცინოდერმატოლოგიურირადიოტალღურიაპარატია, რომელიცსაშუალებასიძლევასახისკანიდანდასხეულიდანმოხდესხალების, პაპილომების, მეჭეჭებისმოცილება, ყოველგვარინაიარევისგარეშე.
ძირითადადპაციენტებიმიმართავენელექტროკოაგულაციას, როდესაცსაქმეეხებასახისკანს, რადგანამშემთხვევაშიძალზედმნიშვნელოვანიაპროცედურისშედგომრამდენადსწრაფადუბრუნდებასახისკანიპირვანდელფორმასდარჩებათუარანაიარევი.
აპარატისუპირატესობანი:
1. მინიმალურიაჭრილობისრისკი – ძალზედზედაპირულადხდებააპარატისმიერსახისკანიდანარასასურველიწანაზარდებისმოცილებაარხდებაკანისდაზიანებადაქირურგიულიგაკერვა.
2. მინიმალურისისხლდენა
3. მინიმალურიტკივილი