ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს პროცედურა?

მედცენტრ შაინში არსებობს ფასების მოქნილი არჩევანი - ფიქსირებული ფასები ზონებზე ან ფასები იმპულსებით, (იხ. ფასები). ასევე მუდმივად არის ფასდაკლების სხვადასხვა აქციები.

რა ხანგრძლივობისაა თითოეული პროცედურა?

პროცედურის დრო დამოკიდებულია სხეულის მონაკვეთზე (ფართობზე). მაგალითად: ზედა ტუჩის ლაზერულ ეპილაციაზე შესაძლოა დაგჭირდეთ 5-7 წუთი, მაშინ როცა მთლიანი ფეხის შემთხვევაში 60-80 წუთი.

რა ხანგრძლივობისაა პროცედურებს შორის ინტერვალი?

მიუხედავად იმისა რომ პაციენმტმა შეიძლება ვერ დაინახოს წამოსული თმა, ყოველი მომდევნო პროცედურა უნდა ჩატარდეს ოთხი - ექვსი კვირის შემდგომ.

რამდენი პროცედურაა საჭირო ჭარბთმიანობის სამკურნალოდ?

ყოველი შემდგომი პროცედურისას პაციენტი ამჩნევს მნიშვნელოვან შედეგს. თმა მცირდება და ხდება ღინღლოვანი. შედეგის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 5 პროცედურა. პაციენტების 85% ინკურნება ჭარბთმიანობისგან თუ მას არ აღენიშნება ჰორმონალური დისბალანსი. ამ შემთხვევაში საჭიროა მეტი პროცედურების ჩატარება.

არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში ლაზრული ეპილაციით მკურნალობა?

კვლევებით დამტკიცებულია რომ ლაზერული ეპილაცია არის უსაფრთხო პროცედურა. ყოველდღიური ზემოქმედებისას მზის სხივები უფრო მნიშვნელოვან რისკებს შეიცავენ, ვიდრე ლაზერული ეპილაცია. პაციენტმა უნდა შეარჩიოს კლინიკა სადაც დაცულია ჰიგიენური წესები და მუშაობს კვალიფიციური პერსონალი.

სხეულის რა ნაწილზე შეიძლება ლაზერული ეპილაცია?

ყველაზე ხშირად პაციენტები ითხოვენ მკურნალობას სხეულის შემდეგ ნაწილებზე: შუბლი, სახე, ზედა ტუჩი, კისერი, ბაკები, გულმკერდი, მკერდი, იღლია, წელი, მუცელი, ბიკინი, მუცლის თეთრი ხაზი, ხელები და ფეხები.

რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაცია?

საშუალოდ 14 წლიდან. რეკომენდირებული არ არის ორსულთათვის.