ალექსანდრიტის ლაზერი - CANDELA

alexandrite-lasers-candela-gentlelase-mini-1

ოქროს სტანდარტად წოდებული ალექსანდრიტის სამედიცინო ლაზერით მკურნალობის დაფუძნებული მეთოდი გამოყენებული იქნა ათეულობით წლეების წინ სხვადასხვა სამედიცინო და კოსმეტოლოგიურ პროცედურებში. ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიებს შორის Candela-ს აქვს ყველაზე სანდო სახელი, როგორც უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიების მწარმოებელს.
ალექსანდრიტის ლაზერის (ტალღის სიგრძე 755 ნმ) მოქმედება დამოკიდებულია პიგმენტ მელანინის არსებობაზე თმის ღერში, ის ახდენს ამ პიგმენტის იდენტიფიცირებას და იწვევს თმის ფოლიკულის დაშლას.
ალექსანდრიტის ლაზერით ჭარბთმიანობის მკურნალობა შესაძლებელია სწრაფად და უსაფრთხოდ - ყველა ტიპის კანზე. პროცედურის ეფექტრურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. მკურნალობას განსაკუთრებით ადვილად ემორჩილება, უხეში და მუქი თმის მქონე პაციენტები.

ალექსანდრიტის ლაზერი ეფექტურად გამოიყენება სისხლძარღვების - კაპილარების (ცისფერი სახის ვენები), აკნესა და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.

სამედიცინო ლაზერული ეპილაცია ხელმისაწვდომია 90 წლებიდან. მისი ტექნოლოგია ვითარდება მრავალი წლის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენეს, რომ ჭარბთმიანობისგან განკურნება განსაკუთრებით ეფექტურია ალექსანდრიტის ლაზერით. იგი ასუსტებს და ანადგურებს არასასურველი თმის ფოლიკულებს. სამიზნე თმის ფოლიკულის განადგურებისას სპეციალური დინამიური გამაგრილებელი მოწყობილობის დახმარებით არ იწვის მიმდებარე კანი. პაციენტი თავს გრძნობს კომფორტულად.
ჩვენება: ღია ფერის კანზე მუქი ფერის თმის არსებობა სხეულის ნებისმიერ ადგილას.
წინასწარი მომზადება: არ შეიძლება გარუჯვა პროცედურამდე 2 კვირით ადრე, არ გაიპარსოთ პროცედურამდე 2-3 დღით ადრე;
პროცედურა: სამედიცინო აპარატი აღჭურვილია სპეციალური დინამიკური სისტემით, რაც პროცედურის ჩატარებას ნაკლებად მტკივნეულს ხდის, ამასთან კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან იცავს.
კანი არ იჩხვლიტება და გამორიცხულია პროცედურის დროს სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით დაინფიცირების საშიშროება;
პროცედურის ეფექტი თვალნათელია პროცედურის დამთავრებისთანავე, უმჯობესდება თვეების განმავლობაში და გრძელდება 2 წლამდე.
კანი ხდება გლუვი, ელასტიური და იბრუნებს ახალგაზრდულ იერს.
პროცედურის შემდგომ იკრძალება: გარუჯვა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში, ცხელი აბაზანის მიღება 2 დღე, მექანიკური გაღიზიანება.
შესაძლო გართულებები: გარდამავალი ჰიპერემია (შეწითლება), ქავილი, კანის გაღიზიანება, ზედაპირული დამწვრობა, რომელიც თავისით გაივლის უმოკლეს ვადაში.
პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საეპილაციო უბნის ზომაზე 5 წუთიდან (ზედა ტუჩი) 60 წუთამდე (მთლიანი ფეხები).
უკუჩვენებები: გარუჯული კანი, კრიტიკული დღეები, ორსულობა-ლაქტაცია, ეპილეფსია, ავთვისებიანი სიმსივნე.

რეკომენდაციები ლაზერული ეპილაციის შემდეგ:

  • 7-10 დღის განმავლობაში დაუშვებელია გარუჯვა.
  • 20 დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლამდე 15 წუთით ადრე აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის წასმა 3 საათიანი ინტერვალით.
  • კანის აქერცვლის ან შეწითლების შემთხვევაში რეკომენდირებულია წაისვათ მალამო "კოლხური".
  • აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.
  • კურსებს (პროცედურებს)შორის შუალედებში ნუ მოიშორებთ თმას სხვა მეთოდებით.
  • ეპილაციით დამუშავებულ ადგილებში, 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება ამოვიდეს ლაზერის მოქმედებით დაშლილი თმის პატარა ბოლოები, რომელიც შეიძლება პინცეტით მოიშოროთ.
  • ჭარბთმიანობისგან განკურნების დრო დამოკიდებულია კანის თავისებურებასა და თმის სისქეზე.

უსაფრთხოება:

  • პროცედურის ოთახი უნდა იყოს დაცული მზის სხივებისგან;
  • ოთახში არ უნდა იყოს სარკე;
  • პაციენტებსა და ექიმებს თვალები სათანადოდ უნდა ჰქონდეთ დაცული სპეციალური სათვალეებით. ალტერნატივა თვალის დაცვის შეიძლება იყოს ტენიანი ღრუბლები ან სველი პირსახოცი;
  • ოთახში უნდა იყოს ვენტილაცია.