კედრის ფიტო კასრი / მინი საუნა

კედრის ფიტო კასრი - მინი საუნა
(მშრალი და სველი)
ინფრაწითელი გამოსხივებით და უნიკალური სამკურნალო თვისებებით, ხელს უწყობს ნერვული, იმუნური და გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზაციას. პროცედურა ეფექტურია სხეულის წონის, ფორმის კორექციისა და ცელულიტის  სამკურნალოდ.
ფიტო კედარის მინი საუნა შესანიშნავი საშუალებაა წონის ნორმალიზაციისა და  ცელულიტთან საბრძოლველად, რომელიც ეფუძნება ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას. მაღალი ტემპერატურა და ორთქლი ორგანიზმში  დაგროვილი ცხიმების დაშლისა და გამოდევნის საშუალებას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტი მიირწევა პირველივე პროცედურის შემდეგ,  პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, რადგან არავითარი თერმული ეფექტი თავის სისხლძარღვებზე არ ხორციელდება.
მინი საუნაში არსებული ზომიერად მაღალი ტემპერატურა იწვევს კედრიდან სასიამოვნო სურნელის გამოფრქვევას,  აფართოებს სისხლძარღვებს, იწყება ჭარბი ოფლდენა, ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა. კედრის მერქანი გამოყოფს ფიტოციდებს, რომლებიც მავნე მიკრორგანიზმების ზრდასა და განვითარებას თრგუნავს.
კედრის კასრი ეფექტურია ისეთი დაავადებიების დროს, როგორიცაა არითმია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, არტერიული ოკლუზიური დაავადება, ათეროსკლეროზი.  აუმჯობესებს გულის დაავადებებისა და  ინსულტის შემდგომ  (6 თვის შემდეგ) პაციენტების  ზოგად მდგომარეობას. ასევე ეფექტურია სახსრების დაავადებების სამკურნალოდ: ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ართრიტი, რადიკულიტი და მალთაშუა თიაქარი.

აუმჯობესებს კანის მდგომარეობას  ფსორიაზითა და ნეიროდერმიტით დაავადებულ პაციენტებში. ათავსიუფლებს კანს რქოვანი დაიზანებებისგან, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას და აცოცხლებს მას.
კედარის ფიტო კასრი - მინი საუნა, აუმჯობესებს ნერვული, იმუნური და ენდოკრინული სისტემების მუშაობას;
შესაძლოა მკურნალობის შედეგები გავაუმჯობესოთ დამატებით ბალზამების, ნაყენებისა და სპირტის ექსტრაქტებით. მკურნალობის შედეგად ნორმალიზება ნახშირწყლების ცვლა, მცირდება სისხლში შაქრის დონე, ძლიერდება  იმუნური/დამცავი ფუნქციები და ნერვული სისტემა.
ფიტოსაუნის პროცედურა რეგულარულად და  ეფექტურად ასუფთავებს ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან, ხსნის ე.წ. "ქრონიკული დაღლილობის სინდრომს", რომელიც შესაძლოა გამოწვეული იქნას, მძიმე სტრესისა და დაძაბული/დატვირთული ცხოვრების რეჟიმისგან.
ფიტოსაუნის პროცედურისას არა მხოლოდ უმჯობესდება საერთო მდგომარეობა, არამედ პროცედურა ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის ენდორფინის გამოყოფას. პროცედურების რეგულარული მიღება  ათავისუფლებს ორგანიზმს  ემოციური სტრესისა და შფოთვისაგან, რის შედეგადაც მოიპოვება სრული სიმშვიდე.
პორცედურების რეგულარულად მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან თითოეული პროცედურა უზრუნველყოფს ორგანიზმის გათავისუფლებას ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან, რაც თავისთავად განაპირობებეს ჯანმრთელობის მდგომრეობის გაუმჯობესებას, სხულის  გაჯანსაღებას, ნერვიული სისტემის მოწესრიგებას.
პროცედურა რეკომენდირებულია:
• ორგანიზმის გაჯანსაღება;
• სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
• სისხლში ქოლესტერინის მაღალი შეცველობა;
• ჭარბი წონა;
• ცელულიტი;
• დაქვეითებული იმუნიტეტი;
• დაქვეითებული ტონისით;
• მოშვებული კანი;
• ნერვიული სისტემის დარღვევა;
• კუნთებისა დასახსრების ტკივილი;
• რადიკურლიტი და რევმატიზმი;
• კანის სხვადასხვა დაავადებები;
• სასუნთქი გზების დარღვევა;
უკუჩვენება:
• სისხლდენა;
• მწვავე ანთებითი დაავადებების დროს;
• ალერგია ბალახებზე;
• გულ-სისხლძარღვთა დაავადები მწვავე სტადიაში;
• ონკოლოგიური დაავადებები;
• ჰიპერტონია;
• მწვავე რესპირატორული ინფექციები;
• მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი (ექვს თვემდე);
• ტუბერკულოზი;
• ღვიძლის ციროზი;
• ღრმა ვენების თრომბოფლებიტი;
• მოციმციმე არითმია;
რეკომენდირებულია პროცედურამდე  კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან.

პროცედურის აღწერა:შხაპი, ფიტო კასრის - მინი საუნის  პროცედურა - სულ 45-60 წუთი.

ფიტონაკრები - ზოგადი მატონიზირებელი, გამაჯანსაღებელი ეფექტით
მოიცავს მცენარეთა იმ ნაკრებს, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.  ხსნის დაღლილობისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. განსაკუთრებით ეფექტურია ანტიბიოტიკების მკურნალობისა და ზოგადად დასუსტებული ორგანიზმის აღსადგენად.
მცენარეთა ნაკრების შემადგენლობა: მთის ფიჭვი, კაკაოს მარცვალი.