ინექციური კოსმეტოლოგია

მიმიკური ნაოჭები

მიმიკური ნაოჭების შემცირება/გაქრობა ინექციებით

Botox®, Dysport®, Neuronox®

დინამიური ნაოჭები წარმოიქმნება კანქვეშ განლაგებული კუნთების მოძრაობის შედეგად, ყოველთვის როდესაც თქვენ იღიმით, იცინით ან ბრაზობთ.

ნაოჭები, რომლებიც წარმოქმნილია ზემოაღნიშნული მიმიკების ნაიდაგზე, შეასაძლოა აძლევდეს თქვენს სახეს დაღლილის, მოწყენილის ან გაბრაზებულის იერს - მაშინაც კი, როდესაც არ განიცდით ამ შეგრძნებებს. რაც მეტ ემოციას გამოხატავთ მით მეტი ღრმა ნაოჭებიდა ნაკეცები ჩდება და რჩება თქვენს სახეზე.

დღეს უკვე შესაძლებელობა გაქვთ არამარტო თავი დააღწიოთ არასასურველი ნაოჭების წარმოქმნას, არამედ შეიმციროთ ან გაიქროთ არსებულიც.

ბოტულინ ტოქსინი აღიარებულია უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატად ნაოჭებისა და შეჭმუხნული წარბების ეფექტის საწინააღმდეგოდ. ის უსაფრთხოდ, მარტივად და ეფექტურად გამოიყენება გარეგნობის გაუმჯობესებისთვის. კერძოდ: შებლის არეში ბრაზისგან წარმოშობილი ნაპრალების, ტუჩებისა და თვალების კუთხეებში (ბატისთატი) არსებული ნაოჭების და სხვა დინამიური ნაოჭების შესამცირებლად და გასაქრობად.

ინექცია შეჰყავთ კანქვეშ ყველაზე პრობლემურ ზონებში: თვალის ირგვლივ, წარბებს შორის, შუბლზე და ცხვირის ზურგის არეში. პრეპარატი მოქმედებას იწყებს ორი დღის შემდეგ, მაქსიმალურ ეფექტს კი ერთ კვირაში აღწევს და 6-8 თვის განმავლობაში ინარჩუნებს. შემდეგ იშლება და ორგანიზმის მიერ გამოიყოფა. პრეპარატი ეფექტურია ჭარბოფლიანობისა და შაკიკის სამკურნალოდ.

პროცედურა 20-30 წთ-ის განმავლობაში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. პაციენტს შეუძლია პროცედურის დასრულებისთანავე ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია გულისხმობს მეზოთერაპიული მეთოდით (მიკროინექციები) კანში ჰიალერონის მჟავის შეყვვანას.  პროცედურა ატენიანებს კანს-რადგანაც ჰიალურონის მჟავა კარგად იკავებს სითხეს. ის აგრეთვე ასტიმულირებს ორგანიზმში კოლაგენის სინთეზს, ამიტომაც ის კარგად ებრძვის წვრილ ნაოჭებს - თვალების გარშემო და პირის კუთხეებთან.
ტერმინი ბიორევიტალიზაცია პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „გაცოცხლებას“. ბიორევიტალიზაციის საშუალებით ხდება კანის ტონუსის ელასტიურობის და ფერის აღდგენა, იგი იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, ახდენს  კანის რესტრუქტურიზაციას და კანის დაბერების რეალურ შენელებას.

ჩვენება:

·  ჰიდრობალანსის აღდგენა.

·  ქრონო და ფოტოდაბერების მკურნალობა.

·  ანტიოქსიდანტური დაცვა.

·  კანის მკურნალობა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ.

·  გრავიტაციული ფტოზის მკურნალობა.

·  ღრმა და საშუალო დონის პილინგის შემდეგ.

·  სტრესული, დაღლილი და უსისცოცხლო კანის მოვლა.

·  კანი პოსტ და მენოპაუზის შემდგომ.

·  მწეველის კანი.

·  ჰიპერპიგმენტაციის პროფილაკტიკა და მკურნალობა.

·  ჭორფლი.

პროცედურები მიზანშეწონილია  წელიწადში 2-ჯერ.

პრეპარატის შეყვანის დრო და თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურად ჩვენების მიხედვით.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია არის მეთოდი  დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურებით  კანის დაავადებისა და ესთეტიკური პრობლემების გადასაჭრელად. - "მცირე იშვიათად და საჭირო ადგილას". კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობის ეს მეთოდი  ნიშნავს წვრილი ნემსით 4 მმ სიღრმეში პრეპარატის და სპეციალური კოქტეილის შეყვანას, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, რაც ძალზე დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე.

მეზოთერაპიული მეთოდის ეფექტიანობას განაპირობებს სამი მომენტი პუნქტუაცია (ჩხვლეტა), მედიკამენტის ფარმაკოლოგიური თვისება და ნეიროჰუმორალური მოქმედება. იღებული ტრამვის შედეგად ვითარდება პოსტ-ტრამვატული შეშუპება და შეხორცების პროცესში წარმოიქმნება ლიფტინგ-ეფექტი. მექანიკური ჩარევით და სამკურნალო პრეპარატების საშუალებით ხდება ცხიმოვანი გროვების დაშლის სტიმულირება, უმჯობესდება სისხლისმიმოქცევა და უჯრედში ნივთიერებათაცვლის პროცესები.

მეზოთერაპიის სამკურნალო კურსით ხდება სახის კანის პიგმენტაციის, წვრილი ნაოჭების, კანის ელასტიურობის დაქვეითების მკურნალობა და ახალგაზრდობის შენარჩუნება, რამდენიმე პროცედურით მოიცილებთ ცელულიტს (შლის) ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღადგენთ სახის ოვალს, მოიმატებს კანის ელასტიურობა.
კანის ზედაპირულ შრეში ცალკეული პრეპარატების, სპეციალური კოქტეილების (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მცენარეული ექსტრაქტები და ვიტამინები) შეყვანა აუმჯობებსებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენას. კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის შედეგად კანი აღიდგენს ელასტიურობას დაახალგაზრდულ ელფერს იძენს.

მანუალური მეზოთერაპია კეთდება შემდეგ ზონებში - ქუთუთოები, სახე, კისერი, ხელისმტევანი, თავის თმიანი არე (თმისცვენის შესაჩერებლად). ასევე რეკომენდირებულია ჰიდროლიპოდისტროფიის (ცელულიტის) სამკურნალოდ.

კოსმეტიკურ დარგში მეზოთერაპიის ჩატარების წინ რეკომენდირებულია ჩატარდეს პილინგი, თერაპიული დერმაბრაზია, მიკროცირკულაციისა და ლიმფოდრენაჟის პროცედურები.

მეზოთერაპიული მკურნალობის ხანგრძლივობა და რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ასაკისა და ჩვენების მიხედვით. კურსი მოიცავს 5 – 10 პროცედურას კვირაში ერთხელ. გვერდითი მოვლენები არ ახლავს.

პლაზმოლიფტინგი

PRP- თერაპია, პლაზმოლიფტინგი

პროცედურას საფუძვლად უდევს პაციენტის სისხლის აღების და ცენტრიფუგის საშუალებით დამუშავების სპეციალური მეთოდი -  სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი  აუტოპლაზმის ინექციური ფორმა. კანქვეშ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის და ტროფიკის გააქტიურება, ადგილობრივად რეზისტენტობის და იმუნიტეტის ზრდა. პლაზმოლოფტინგის  პროცედურის შემდეგ  უჯრედები იწყებენ ნორმალურ ფუნქციონირებას  (როგორც ახალგაზრდა უჯრედები).

შესაძლებელია ჩატარდეს სახესა და დეკოლტეზე, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე, თეძოს შიდა მხრიდან და სხეულის  სხვა მოშვებულ ნაწილებზე.

კანის რეგენერაცია, გამკვრივება, დატენიანება და გაახალგაზრდავება

კანის გაახალგაზრდავების მრავალი ინექციური მეთოდია ცნობილი. თითოეული მათგანი მოქმედებს ან როგორც მოვლითი საშუალება (ბიორევიტალიზაცია), ან ავსებს ნაოჭებს გელით (კონტურული პლასტიკა) ან ახდენს მიმიკური აქტივობის ბლოკირებას (ბოტოქსი,დისპორტი) მათგან განსხვავებით, პლაზმოლიფტინგის ანუ PRP- თერაპია პლაზმოლიფტინგი წარმოადგენს კანის გაახალგაზრდავების ინოვაციურ, მაღალეფექტურ და უსაფრთხო მეთოდს. ხანგრძლივმოქმედი ლიფტინგის ეფექტით   (1.5-2წლით).  შედეგად ვღებულობთ ჯანსაღი ფერის და ნორმალური ტენიანობის, ელასტიურ, გაახალგაზრდავებულ კანს. მცირდება ან სრულიად ქრება ნაოჭების რაოდენობა და ფერხდება კანის დაბერების პროცესი. ღრმა ნაოჭების შემთხვევაში პლაზმის გამოყენება შესაძლებელია ფილერის სახით, ნაოჭების ამოსავსებად. აკნეს შემთხვევაში პლაზმის შეყვანა ხდება გამონაყრის ადგილებში, რის შედეგადაც  გამონაყარი  სწრაფად, ლაქების გარეშე ქრება.

პლაზმოლიფტინგის პროცედურა მიზანშეწონილია, უსიამოვნო ფერის, დაღლილი კანის (განსაკუთრებით მწეველებში), ნაწიბურების, მოდუნებული კანის, ფოტოდაბერების (ლაქები და გამომშრალი კანი), შემთხვევაში.

თმის მკურნალობა

პლაზმოლიფტინგი კურნავს სებორეას, თავის კანის სოკოვან და ბაქტერიული ინფექციებს, აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონერებას, ამაღლებს კანის ადგილობრივ იმუნიტეტს, აქრობს ანთებით პროცესებს. საშუალებას გვაძლევს  თმის ზრდა გავხადოთ ინტენსიური, შევაჩეროთ თმის ცვენა (ბუდობრივი, დიფუზური, ანდროგენული), გავაუმჯობესოთ თმის ხარისხი, ბზინვარება, ელასტიურობა და სიხშირე:

თრომბოციტებით მდიდარი  აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც შეიცავს ზრდის ფაქტორებს მაღალი კონცენტრაციით,  ინექციით შეყავთ თავის თმიან ნაწილზე. თრომბოციტული აუტოპლაზმა ასევე შეიცავს ჰორმონებს, ცილებს, ვიტამინებს  ბუნებრივ კომბინაციაში. პლაზმა ააქტიურებს რა კანის ფიბრობლასტებს, აჩქარებს „ახალგაზრდა“ კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავას სინთეზს. ააქტიურებს თმის „მთვლემარე“ ფოლიკულებს და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას. უმჯობესდება თმის ფოლიკულის სისხლმომარაგება და ისინი ტელოგენის(ცვენის) ფაზიდან გადადის ანაგენის(ზრდის) ფაზაში. იზრდება ადგილობრივი იმუნიტეტი, ითრგუნება პათოგენური ფლორა, აქტიურდება თმის ფოლიკულების კვება. პლაზმოლიფტინგი ამაღლებს კანის ადგილობრივ იმუნიტეტს, აქრობს ანთებით პროცესებს, ეწინააღმდეგება სებორეას, თავის კანის სოკოვან და ბაქტერიული ინფექციებს. პლაზმის ურთიერთმოქმედებით უმჯობესდება მიკროცირკულაცია და უჯრედოვანი  მეტაბოლიზმი.

პლაზმოლიფტინგის პროცედურა ტარდება მეზოთერაპიის მსგავსად არატრამვული მიკროინექციებით,ადგილობრივი გაუტკივარებით. არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს, არა აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, მიზანშეწონილია 3-5 პროცედურის ჩატარება, 7-14 დღეში ერთხელ.

პლაზმოლიფტინგის პროცედურას არ ახლავს ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, არ ახდენს კუნთების ბლოკირებას მოქმედების არეში.

უკუჩვევებებია:ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, მწვავე ცხელებით მიმდინარე დაავადებებიჰემოფილია, ნეფროპათია.