ელექტროეპილაცია

ელექტროეპილაციის პრინციპი გულისხმობს დენის თმის ბოლქვზე ზემოქმედებას, რის შედეგადაც თმა იწყებს ცვენას, შემდეგ კი აღარ იზრდება. ნემსის თხელი წვერის მეშვეობით ელექტრო დენი აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეში და იწვევს თმის ბუდის დაშლას. ელექტროეპილაციის უპირატესობა ისაა, რომ იგი წარმოადგენს ჭარბთმიანობისგანგან კურნების ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდს, განსაკუთრებით ჭაღარა და ქერა თმის შემთხვევაში (რასაც ძნელად ხედავს ლაზერი).

სეანსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპეციალისტის კვალიფიკაციასა და ეპილაციის მოწყობილობის ხარისხზე. შაინში ელექტროეპილაცია ტარდება მაღალკვალიფიციური დერმატო-კოსმეტოლოგების მიერ იტალიური კოსმეტოლოგიური აპარატით, რომელიც დაფუძნებულია ელექტრო-მაგნიტურ სხივებზე, ნემსი ღრმად აღწევს თმის ბოლქვში, მაღალი ინტენსივობის წილადების ხარჯზე ხდება თმის მოშორება. ელექტრო-მაგნიტური ტალღების გამონაკლებად ხდება კანის ზედაპირის დაზიანება და ძალიან მცირეა ნემსის განაკვეთი. გამოიყენება ოქროს ნემსები, მათი ზედაპირი 24–კარატიანი ოქროს ფენით არის დაფარული, არ შეიცავს ნიკელს - არ არის ალერგული.

ელექტრო ეპილაციის პროცედურები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. შესაძლოა, არასასურველი თმების მოსაცილებლად საჭირო გახდეს რამდენიმე პროცედურის ჩატარება, რის შემდეგაც პაციენტთა დაახლოებით 85% აღწევს სასურველ შედეგს.
პროცედურის შემდეგ კანი წითლდება და ნანემსრებზე ფუფხი ჩნდება, რომლის ხელით მოცილება არ არის რეკომენდებული. პერიოდულად უნდა ისვათ სპირტი და გამოიყენოთ ტალკიც, რომ მკვდარი უჯრედები თავისთავად მოგცილდეთ.

რეკომენდაციები: ინფექციის შეჭრისა და შემდგომი ნაწიბურების, ფოლიკულიტებისა და ჰიპერპიგმენტაციის წარმოქმნის რისკის აცილებისთვის - უნდა გაითვალისწინოთ სპეციალისტის რეკომენდაციები.

არასასურველია პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ: შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ნერვულ–ფსიქიკური აშლილობა, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები კანზე, ჰიპერტონიის მძიმე ფორმები, გულის დაავადებები, ინფექციური დაავადებები; ქალებისთვის ელექტროეპილაციის ჩატარებარეკომენდებული არაა კრიტიკულ დღეებში, ფეხმძიმობის დროს.